საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით შექმნილი კომისიის ბიუჯეტი კომისიის შეკრების შემდეგ გაირკვევა.
სარედაქციო ჯგუფის შეხვედრისას დასრულების შემდეგ, ~ახალი მემარჯვენეების" წევრმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კანონში ჩაიწერა, რომ კომისიის მუშაობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც კომისია შეიკრიბება და საჭიროებები განისაზღვრება, ბიუჯეტზე განაცხადიც დაზუსტდება.
საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ საარჩევნო სიების გადამოწმება 2012 წლის 1 ივლისამდე უნდა დაასრულოს.