ქრისტიან-დემოკრატები ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მამუკა კაციტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. ეს განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
~მამუკა კაციტაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ განხილულა~, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნიკა ლალიაშვილის თქმით, მთავარია ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე მომუშავე კომისიის დაკომლექტება სრული პარიტეტით მოხდეს, სადაც ერთი მესამედი უნდა იყოს პარტიები, ერთი მესამედი არასამთავროები და ერთი მესამედი ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე მომუშავე კომისია არანაკლებ 21 წევრიანია და მისი თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.