საპარალმენტო უმრავლესობამ და პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი და მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა განიხილეს
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, შეხევდრა იყო ძალზე საინტერესო და პრეზიდენტის მხრიდან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარები და შეკითხვები წამოვიდა.
"წელიწადი მთავრდება, შევაჯამეთ განვლილი წელიწადი, რეფორმები, ის საკითხები რაც გადაჭრილი იქნა, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხია ჯერ კიდევ დარჩენილი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ყურადღება. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზეც რომელიც იგეგმება მომავალი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა განვიხილეთ 2012 წლის ბიუჯეტიც თუ რა პრიორიტეტებია ამ ბიუჯეტში ჩადებული. ძირითადი საკითხები იყო ბიუჯეტის განხილვა სოციალური და ეკონომიკური მიმართუყლებით. ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარი მთავრობის 10-პუნქტიან გეგმასაც შეეხო, რომელიც შემდეგ 4-5 წელიწადზეა გათვლილი.
"ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოკვეთილი პრიორიტეტების სწორად ასახვა საპარლამენტო მუშაობაში. ძალიან ნაყოფიერი და სიანტერესო შეხვედრა იყო. პრეზიდენტმა მოისმინა ჩვენი მოსაზრებები და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარები გააკეთა და შეკითხვები დასვა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.