პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, 10 ნოემბერს საარჩევნო სიების გადამოწმებაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა ცნობილი გახდება.
დღეს, პარლამენტში სარედაქციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სიების გადამოწმებაზე მომუშავე კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
დახურული შეხვედრის შემდეგ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კომისია 21-წევრიანი იქნება და მისი თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.
კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე კომისია დაკომპლექტდების შემდეგ იმსჯელებს. კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდება.