ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ მინისტრობას ცნობილ ქართველ მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს. ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნათელაშვილის თქმით, შეიქმნება ასევე საკონსტიტუციო რეფორმების საბჭო, რომელსაც სათავეში გია მეფარიშვილი ჩაუდგება.
"ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ვთავაზობ ცნობილ მეცენატს და ბიზნესმენს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონ ბიძინას ვთხოვ დაიწყოს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომელსაც შემდგომ მოიწონებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II და სრულიად საქართველოს წმინდა სინოდი. ეს იქნება ჭყონდიდელის საქართველოს კონცეფციის განვითარება, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით. ამასთან ერთად, გაუქმდება საპრეზიდენტო მმართველობის არსებული მოდელი. შეიქმნება საკონსტიტუციო რეფორმების საბჭო, რომლის სათავეშიც იქნება ცნობილი იურისტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი გია მეფარიშვილი", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.