საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციის ფუქციონირება კვლავ შეფერხებულია. კალანდაძის თქმით, საელჩოს უკვე რამდენიმე კვირაა, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ქართულმა მხარემ რამდენიმე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსულ მხარეს და ეცნობა შვეიცარიის მხარეს აღნიშნული პრობლემების შესახებ. ქართული მხარე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააკვირდება მოვლენებს და შემდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს", - განაცხადა კალანდაძემ.