საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, 10 ნოემბერს საქართველოს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იონას გარი ეწვევა. კალანდაძის თქმით, ეს იქნება მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
"ეს არის გრიგოლ ვაშაძის საპასუხო ვიზიტი, რომელიც განხორციელდა 2011 წლის 25 მარტს. ჩვენ მივესალმებით და გვიხარია, რომ ეს ვიზიტი შედგება და შესაძლებელი იქნება, რომ ოფიციალურ დონეზე განხილულ იქნას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი და საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს უმაღლესი დონის შეხვედრებს და ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც", - განაცხადა კალანდაძემ.