დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 10 ნოემბერს მოეწყობა. როგორც მხატვარმა „ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა გამოფენა სახელწოდებით „ჩემი ამბავი" ორ ნაწილად გაიყოფა.
„სამხატვრო აკადემიის გალერეა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ორ ნაწილად გავყო ჩემი ნამუშევრები. ერთგან აბსტრაქტული ნამუშევრები, მეორე ნაწილში კი ეროვნულ მოტივებზე შექმნილ ტილოებს გამოვფენ. ამ ნამუშევრებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" ბაძაღუამ.
ცნობისთვის, მხატვრის ეროვნულ მოტივებზე შექმნილ ფერწერულ ტილოებზე პეიზაჟები, ეკლესიები და უფლის 2 პორტრეტი იქნება წარმოდგენილი.