დინი ვირსალაძე „ბიგ-ბენდთან" ერთად უკრაინაში გასტროლებზე მიემგზავრება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ჯაზის მუსიკოსმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა განუცხადა კონცერტები რამდენიმე ადგილზე აქვთ დაგეგმილი.
„უკვე რამდენიმე წელია „ბიგ-ბენდთან" ვთანამშრომლობ. ამჯერად, გრანდიოზული გასტროლი გველის უკრაინაში. თბილისის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდთან" ერთად 13 ქალაქში გავმართავთ კონცერტს, სადაც სხვადასხვა კომპოზიციებს შევასრუებთ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" დინი ვირსალაძემ.
„ბიგ-ბენდთან" ერთად დინი ვირსალაძის ურკაინული ტურნე 18 ნოემბერს დაიწყება.
ცნობისთვის, კონცერტები თბილისის საკონცერტო ორკესტრის გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით გაიმართება.