მსახიობმა როჯერ მურმა აგენტ 007-ზე ბოლო პერიოდში შექმნილი ფილმები გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ არ მოეწონა ბონდზე შექმნილი ბოლო ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა.
მურის აზრით, ეს ფილმი წარმოადგენს "ხანგრძლივ და უთავბოლო სარეკლამო რგოლს".
ის მეორე ფილმია ბონდზე, სადაც მთავარ როლს დენიელ კრეიგი ასრულებს. ჯეიმს ბონზე გადაღებული პირველი ფილმი "კაზინო როიალი" კრეიგის მონაწილეობით გაქირავებაში 2006 წელს გამოვიდა. კრეიგს, ბონდზე შექმნილ სულ მცირე ერთ ფილმში კიდევ გადაიღებენ. 23-ე ბონდიანის რეჟისორი სემ მენდესი იქნება. ფილმს ოფიციალური სახელწოდება ჯერ არა აქვს.
თავად როჯერ მურმა ჯეიმს ბონდი შვიდ ფილმში განასახიერა, რომლებიც გაქირავებაში 1973-1985 წლების პერიოდში გამოვიდა.