ტერენს მალიკი გადაიღებს ორ ფილმს ქრისტინა ბეილასა და კეიტ ბლანშეტის მონაწილეობით. პირველის სახელწოდება იქნება "უკანონობა". ქრისტინა ბეილასა და კეიტ ბლანშეტთან ერთად ფილმში გადაიღებენ რეიან გოსლინგსა და რონი მარას. მეორე ფილმის სახელწოდებაა "თასების რაინდი", სადაც იზაბელ ლუკას გადაიღებენ.
მალიკი ორივე ფილმის გადაღებას 2012 წელს გეგმავს. 2011 წლის სექტემბერში იუწყებოდნენ, რომ რეჟისორი ოსტინის მუსიკალურ ფესტივალზე იღებდა მასალას ახალი პროექტისთვის. მაშინ, მალიკთან ერთად ბეილიც შეამჩნიეს.
ამჟამად ტერენსი უსათაურო პროექტზე მუშაობს, სადაც დაკავებული არიან რეიჩელ მაკადამსი და ბენ აფლეკი.
დღეისთვის მალიკის ბოლო რეჟისორულ ნამუშევარს წარმოადგენს ფილმი "სიცოცხლის ხე", რომლის პრემიერა 2011 წლის მაისში გაიმართა. კანის კინოფესტივალზე ფილმი " პალმის ოქროს რტოთი" დაჯილდოვდა.