კახეთში პირველი თოვლი მოვიდა, როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა გურჯაანის და თელავის რაიონში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარმა.
„წვიმა გრძელდება მთიან და მაღალ მთიან რაიონებში. კახეთში წვიმა თოვლში გადაიზარდა. დაბლობ რაიონებში წვიმს, როგან კი დასავლეთის მიმართულებით ქარი ქრის. დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე სიცივე შენარჩუნდება. ასეთი ცივი ამინდი დღეს საღამოსაც შენარჩუნდება, ტემპერატურა დაბალი იქნება", - აღნიშნა გვაზავამ
ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე თოვლი უკვე დაფიქსირდა. როგორც სინოპტიკოსმა აღნიშნა, დღეს თბილისში მთა-გორიან ადგილებში მოთოვს, თუმცა თოვლი არ იქნება ხანგრძლივი.
„უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ნუცუბიძეზე თოვლის ფანტელები დაფიქსირდა, თუმცა ეს მცირეხნიანი იქნება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თოვლი მთაგორიან ადგილებში იქნება. დაველოდოთ, შესაძლებელია ვაკე ადგილებშიც მოთოვოს. თუმცა, ხვალ დილიდან გამოიდარებს. რაც შეეხება, დანარჩენ დღეებს 17 ნოემბრამდე არამდგრადი ტემპერატურა ფიქსირდება", - განაცხადა გვაზავამ.
ცნობისთვის, თოვლჭყაპი 9 ნოემბერსაც დაფიქსირდება.