პრეზიდენტობის კანდიდატი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიესალმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას განაგრძოს ბრძოლა პრეზიდენტობისთვის.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო პატარკაციშვილთან, არც იდეოლოგიური, არც სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით მის გადაწყვეტილებას. ეს მიგვაჩნია დადებით მოვლენად იმიტომ, რომ რაც მეტი კონკურენტი ეყოლება სააკაშვილს, მეტ ხმას დაკარგავს ის და მისი ანტი-დემოკრატიული გუნდი," - განაცხადა ნათელაშვილმა.