გოგა ჟვანია ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს აღარ უხელმძღვანელებს. როგორც გოგა ჟვანიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მან ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო მიიღო.
ჟვანიას განცხადებით, ის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ყოფილა და არც მომავალში აპირებს პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნდეს.
"მე ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და არჩევნების დასრულებისთანავე მე ვაპირებდი ჩამოვშორებოდი ამ პროცესებს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას შტაბის დატოვების შესახებ, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ ცოტა განსხვავებული შეხედულებები მაქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგა ჟვანიამ.