საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის გეორგიოს პაპანდრეუს მთავრობას. შესაბამისად პარლამენტში პაპანდრეუსს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი ამჟამინდელი პრემიერის საასარგებლოდ გადაწყდა.
პარლამენტის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ საბერძნეთისთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ფინანსური დახმარების გამოყოფა დიდი მიღწევა იყო.
მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება კატასტროფის ტოლფასი იქნება.