საქართველო, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ბოლო წინააღმდეგობა როდი აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა ამერიკელებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე გადასახადი არ აწყობთ და პრეზიდენტს ობამას რუსეთის შეჩერებას სთხოვენ. - წერს რუსული მედია.
"რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 18 წლიან გზაზე მოულოდნელი წინააღმდეგობა გამოუჩნდა. ამჯერად რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ ორი მმართველი პარტიის კონგრესმენები გამოდიან. ისინი პრეზიდენტს ბარაკ ობამასგან მოითხოვენ პირველად რუსეთი საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელშეკრულებისადმი მიერთებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ამის გარეშე აშშ-ს ინტერესები დაზარალებულ პოზიციაში იქნება", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, - ეს ხელშეკრულება მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე ყველა გადასახადის ნულამდე დაყვანას ითვალისწინებს - ეს ვალდებულებები კი რუსეთს ვმო-ს ფარგლებში ხელმოწერილი სხვა შეთანხმებებით აქვს უკვე თავის თავზე აღებული. მაგრამ, კონგრესმენები აცხადებენ, რომ ისინი საკმარისად ამომწურავად განმარტებული არ არის. "როიტერის" ინფორმაციით, ამის ზეპირი შეთანხმებაც არსებიოსბ, თუმცა კონგრესმენები, ყოველივე ამის წერილობით გაფორმებას მოითხოვენ.
აღნიშნული საკითხის შესახებ, კონგრესმენებმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას წერილიც კი მისწერეს, რომელშიც მათი პირობების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.