7 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიძინა ივანიშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართება.
ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა.
შეხვედრაზე მოწვეულია არასამთავრობო ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელი.