საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრთა ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ფაქტია.
"საქართველოს ნატოსთან აქვს წლიური ეროვნული პროგრამა, ასევე, არსებობს ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც აქტიურად მუშაობს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის დადასტურება, ნატო-საქართველოს თანამშრომლობს ახალ ეტაპზე გადასვლის, ასევე, ეს არის დადასტურება საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა და საქართველოს წვლილისა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, ქართული მხარე ელოდება საქმიან, შედეგიან და შინაარსიან დიალოგს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით თბილისში 9-10 ნოემბერს გაიმართება.