საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გასაწევრიანებლად მიღწეულ შეთანხმებაში მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.
"რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი უკვე დასრულდა. რაც შეეხება შეთანხმებას, მოლაპარაკებების შედეგად საქართველო-რუსეთს შორის შეთანხმება მიღწეულია. ფაქტობრივად, ორივე მხარე დასთანხმდა შვეიცარიის მხარის წინადადებას. ამჟამად დარჩენილია ტექნიკური საკითხები. შეთანხმებას უნდა იმპლემენტაცია, განხორციელება. ამდენად, 10-11 ნოემბერს საუბარი იქნება ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე", - განაცხადა ჯალაღანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთების ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას, რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.