ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პირადი ნივთები, მათ შორის ქვედა საცვალი, აუქციონზე გაიყიდა. იუწყება ფრანს პრესი.
თეთრი აბრეშუმის საცვალი, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა, 9375 ფუტ სტერლინგად (10,8 ათასი ევრო) გაიყიდა.
"თანხა,რომელიც ქვედა საცვალის შესაძენად ანონიმმა მყიდველმა გადაიხადა, სამჯერ აღემატება წინასწარ შეფასებას", - განაცხადა აუქციონის სახლ Lyon and Turnbull წარმომადგენელმა.
აუქციონზე გამოიფინა ასევე დედოფალ ვიქტორიას ორი წყვილი აბრეშუმის წინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ათას ფუნტად (5,8 ათას ევროდ) გაიყიდა. ვაჭრობის დაწყებამდე წინდების საწყისი ფასი 500-800 ფუნტი (570-900 ევრო) იყო.
უქციონზე გასაყიდად გამოტანილი პირადი ნივთები შედის კოლექციაში, რომელიც ინახება ჟურნალ Forbes-ის დამფუძნებლის, ჩარლი ფორბსის მემკვიდრეების ლონდონის სასახლეში.
გარდა ქვედა საცვლებისა, რომელიც დედოფალს ეკუთვნოდა, ვაჭრობაზე გამოტანილ იყო სურათები, ავეჯი და წერილები. სურათებიდან ერთ-ერთი - ჩარლზ ბარტონ ბარბერის ნამუშევარი, სადაც დედოფალი ვიქტორია მსახურ ჯონ ბრაუნთან ერთადაა გამოსახული - 145 ათას 250 ფუნტად (168 ათას ევროდ) გაიყიდა.
სულ აუქციონზე, რომელიც ედინბურგში გაიმართა, ლოტები სამ მილიონ ფუტზე მეტად გაიყიდა.