კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეშფოთებას გამოხატავს გალის რაიონში არსებული მძიმე ვითარებისა და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენელთა თვითნებობის გამო.
მინისტრის აპარატი პროტესტს გამოთქვამს სოხუმის დე-ფაქტო ლიდერთა მხრიდან არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევაში გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ ძალადობის მუქარის შემცველი განცხადებების გამო.
"1 იანვარს ღამით გალის რაიონის სოფ.ნაბაკევში შეზარხოშებულმა დე-ფაქტო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მკვიდრების _ როსტობაიების სახლი გადაწვეს და იმავე სოფელში ახალგაზრდები დააკავეს. აღნიშნული აქცია განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად რათა ამ უკანასკნელებმა 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დე-ფაქტო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა განმარტებით, მათ პირად ქონებას იგივე ბედი ელის. არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობის დაშინებამ გალის რაიონში მასიური ხასიათი მიიღო", _ ნათქვამია დავით ბაქრაძის უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დავიტ ბაქრაძის აპარატი მივმართავს გაერო-ს, ეუთო-ს, მეგობართა ჯგუფის ქვეყნებს და მოუწოდებს მიიღონ შესაბამისი ზომები რათა არ დაუშვან დე-ფაქტო წარმომადგენელთა მხრიდან აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ მათი საარჩევნო კანონიერი უფლების გამოხატვის შეზღუდვა.