ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებების უზრუნველსაყოფად სესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ცესკომ საარჩევნო დოკუმენტაცია რუსულ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა. მომზადდა ასევე სარეკლამო რგოლები პროცედურებზე და პლებისციტზე, რომელიც ასევე აღნიშნულ ენებზე ითარგმნა.
მომზადდა ინფორმაცია არჩევანის საიდუმლოებისა და ამომრჩეველთა მობილიზაციის შესახებ, სამი ვიდეო რგოლი საარჩევნო პროცედურებზე, პლებისციტზე და მმართველობის ფორმებზე. ვიდეო რგოლებს გაჰყვება სუბ-ტიტრები უმცირესობათა ენებზე და გაშუქდება საქართველოს 25 რეგიონალურ ტელესადგურში.
ეთნიკური ჯგუფების წასახალისებლად დამზადდა ასევე ქუდები, ჩანთები, სტიკერები და მაისურები, რომლებზეც დაიბეჭდა სხვადასხვა მიმართვა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
ევროსაბჭოს დაფინანსებით IშFED-მა ცესკოსთან ერთად დაამზადა პოსტერები და ბროშურები, რომლებიც ასახავს სიაში პირადი მონაცემების შემოწმების გზებს. საქართველოში გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ეს პოსტერები და ბროშურები გადაითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.