პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებამ დაამტკიცა, რომ რუსეთი თანახმა იქნება, დათმოს აფხაზებისა და ოსების ინტერესები, თუკი ეს ინტერესები მის საკუთარ ინტერესებს დაუპირისპირდა.
"ეს უდავო გამარჯვებაა ქართული დიპლომატიის. ხელისუფლების დიპლომატიამ ამ გამარჯვებით, ფაქტობრივად, ივანიშვილის ფორმულის სისწორე დაამტკიცა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს. ივანიშვილიც ამ კონფლიქტების და რუსეთთან ურთიერთობის გადაჭრის გზად მიიჩნევს თვითონ რუსეთის ინტერესების მოძიებას და მის საერთო ინტერესებზე თანხვედრაზე მუშაობას. ანალოგიური პოლიტიკის შედეგი მივიღეთ ამჟამად", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთებისს ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას, რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.