ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება" ფუნძდება.
„ქართული ოცნების" პრეზენტაცია 25 ნოემბერს შედგება. საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იგეგმება.
დარბაზის გამოყოფის თხოვნით, ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ფილარმონიის ხელმძღვანელობას ხვალ 4 ნოემბერს მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.