2007 წელს, საქართველო თავისუფლების ხარისხით ერთი ნაბიჯით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ სპეციალური მოხსენება საერთაშორისო ორგანიზაციამ "ფრიდომ ჰაუს"-მა გამოაქვეყნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოს დემოკრატოიული ინსტიტუტები მკვეთრად არასწორი მიმართულებით მოძრაობდნენ.
"საქართველო თავისუფლების რეიტინგში, როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, 2006 წელთან შედარებით ერთი კალათით დაქვეითდა და მესამე კალათიდან მეოთხეში გადაინაცვლა. გლობალურ სიაში ქვეყანა ისევ ნაწილობრივ თავისუფალი' ქვეყნების რიცხვში იმყოფება", _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
არადემოკრატიული სტანდარტების მქონე მედია, დამსხვრეული პოლიტიკური გარემო, ოპოზიციისა და საზოგადოების აზრის იგნორირება, ძალის გადამეტებული გამოყენება ნოემბერში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ _ ეს ის ძირითადი შენიშვნებია, რომლითაც საქართველომ თავისუფლების რეიტინგში ქვედა პოზიციაზე გადაინაცვლა.