ჰოფკინსის უნივერსიტეტში საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
იაკობაშვილის თქმით, რევოლუციის შემდეგ საქართველოში რეფორმები ერთდროულად ყველა მიმართულებით დაიწყო.
"საერთაშორისო გამჭვირვალეობამ საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქართველების 3% ამბობს, რომ იძლევა ქრთამს, ან იღებს ან გაუგია მსგავსი ფაქტების შესახებ. საზოგადოებრივი შეგნების მსგავსად ჩვენ კორუპციის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი ქვეყანა ვართ. ეს არ არის ისეთი მარტივი, რომ მხოლოდ პოლიციის დათხოვნა იყოს საკმარისი. საჭიროა პოლიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთში საპასპორტო შემოწმებისასაც კი სასაზღვრო დაცვა გიყურებს როგორც პოტენციურ მტერს.
"ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში, თუ თქვენ საპასპორტო შემოწმება დაგჭირდათ, ნახავთ, რომ სასაზღვრო დაცვა არის იქ არა იმისთვის რომ მოგემსახუროთ, არამედ იმისთვის, რომ დაგიჭიროს. ისინი გიყურებენ როგორც პოტენციურ მტერს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს კონტროლი და ჩვენი საქმე თქვენი გაკონტროლებაა. ჩვენ მივხვდვით, რომ ეს არასწორი მიდგომაა და საპასპორტო შემწმებას დღეს ძირითადად ქალბატონები აწარმოებენ, რომლებიც ემსახურებიან ტურისტებს და ადგილობრივებს. ეს არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ისინი სამოქალაქო პირები არიან", - აღნიშნა იაკობაშვილმა.