საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთებისს ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. შესაბამისი განცხადება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ რუსულ მოლაპარაკებში მაქსიმ მედვედკოვმა გააკეთა.
ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.
შეთანხმებაში ნახსენები არ არის რუსეთ საქართველოს საზღვარი, - ამის მის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა.
"ეს დოკუმენტი არის სტატუსნეიტრალური. მონიტორინგი იქნება სავაჭრო დერეეფნების შესასვლელსა და გასასვლელში. სავაჭრო დერეფნები განსაზღვრულია გეოგრაფიული კოორდინატებით. ანუ საზვარი და ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც პოლიტიკურად დამუხტული არის, გამოყენებული არ არის. განსაზღვრული არის სავაჭრო კორიდორები, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძემ.