სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების სტრუქტურების მიერ რეგიონში მცხოვრები ათეულობით მოქალაქის საცხოვრებელი სახლებიდან გამოძევების ფაქტს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა.
ბაქრაძის უწყება აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარი სახლებიდან მხოლოდ იმიტომ გამოაძევრეს, რომ ისინი ცხინვალის დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ.
"ცხინვალისDდე-ფაქტო უშიშროების სტრუქტურების მიერ განხორციელებული შანტაჟი ერთადერთ მიზანს ემსახურება: საკუთრების წართმევის და ცხინვალიდან განდევნის მუქარით აიძულონ ადამიანები, შეწყვიტონ თანამშრომლობა დროებით ტერიტორიულ ადმინისტრაციასთან და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რომლებიც მათ პირად აზრს უგულველყოფს. ამით ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოსდა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხრიდან დროებითი ადმინისტრაციისაადმი მხარდაჭერა მოჩვენებითია", _ ნათქვამია ბაქრაძის უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეუთოს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშიორებით ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.