ბრიტანელმა პოპმომღერალმა ადელმა 2011 წლის ბოლომდე ყველა კონცერტი და სარეკლამო გამოსვლები გადადო. ამის მიზეზი ხმის იოგის პრობლემა გახდა. 23 წლის მომღერალს ყელის ოპერაცია დასჭირდება, რის შემდეგაც, ექიმები ურჩევენ, აღდგენის მთელი კურსი გაიაროს.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო ადელს მოუწია გადაედო 10 კონცერტი აშშ-ში და 6 დიდ ბრიტანეთში. ყველას ვინაც ამ კონცერტებზე ბილეთები შეიძინა, აუნაზღაურდება ხარჯები. Rolling Stone-ის ინფორმაციით, მომღერალი მკურნალობის შემდეგ, 2012 წელს გეგმავს აშშ-ში ტურნეს.
ადელი, რომელმაც 2008 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი, თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული მომღერალი ქალია. მისი მეორე ალბომი "21" 2011 წელს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა, ხოლო მომღერალმა მიიღო რამდენიმე ჯილდო.