ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ პარტიებში, ვისთანაც თანამშრომლობა შეიძლება ქდმ-ს და ახალ მემარჯვენეებს არ გულისხმობდა.
"ახალ მემარჯვენეებს და ქრისტიან-დემოკრატებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ერთი თვის წინ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ დაძრული პოლიტიკური პროცესები მათ გარეშე წარიმართება. მათ თავიანთი გზა უკვე აირჩიეს. როგორც გამოჩნდა, ლევან ვეფხვაძეს და დავით გამყრელიძეს უფრო მეტი პოლიტიკური რესურსი აღმოაჩნდათ, პალიკო კუბლაშვითან, შოთა მალაშხიასთან და ნუგზარ წიკლაურთან სათანამშრომლოდ, ვიდრე რეალური ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებთან. ცხოვრებაში და პოლიტიკაში ერთი წესი მოქმედებს, როცა ხელისუფლება სიმწრის ფიალას ჩამოგიტარებს და ამ სუფრასთან ზიხარ, ეს სიმწრის ფიალა ბოლომდე უნდა მიირთვა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბარში ცაგარეიშვილმა.