"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევა სავარაუდოდ გათვლილი არ ჰქონდა.
"ივანიშვილი არის ზალიან სერიოზული ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში. მე მგონი ეს უკვე საკმარისი იმ სიახლისთვის და იმ პროცესებების გამოსაწვევად რაც უკვე ხდება ამ ქვეყანაში. რაც შეეხება მის გეგმებს პოლიტიკურ პარტიასთნ დაკავშირებით. მან ეს პირველივე განცხადების პირველივე ანონსში გვამცნო. მასთან შეხვედრების დროს მან დაადასტურა ეს განზრახვა, თუმცა ეს განზრახვა ჯერ არ არის კონკრეტული პროექტი, კონკრეტული გეგმა. მას ერთი მხრივ, მოუწია ისეთ საკითხებთან გამკლავება, რომლებიც როგორც ჩანს წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა. მაგალითად, მოქალაქეობის ჩამორთმევის თემა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნა ეს არ არის ერთი დღის და ორი დღის საქმე.
"რაც შთაბეჭდილება დამრჩა მას ეს კარგად აქვს გააზრებული. ამიტომ, მე არ ველი, რომ იქნება სწრაფი ფორსირებული მოქმედებები ამ მიმართულებით. დანარჩენს ალბათ თავად ბიძინა ივინაშვილი იტყვის. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის შესაძლო ახალ სახეებს, მას არასდროს უთქვამს ჩემთვის რამე და ამაზე არც მე მსმენია", - აღნიშნა უსუფაშვილმა ინტერნეტგაზეთ "ტრიბუნა გე"-ს პრეს-კლუბში.