გუგა კოტეტიშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „სარკეები" გალერეა ,,ვერნისაჟში'' დღეს გაიხსნება.
გალერეაში დიზაინერი 20-მდე სარკეებს გამოფენს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ორიგინალური სარკეები.
გალერეაში გუგა კოტეტიშვილის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შექმნილი ნამუშევარი გამოიფინება.
ექსპოზიცია დღეს 19:00 საათზე გაიხსნება და 12 ნოემბრამდე გასტანს.