ქართულ - უკრაინული კულტურის დღეების ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა. ვახტანგ ჭაბუკიანის სახლმუზეუმში უკრაინულ ფოლკლორულ ანსამბლ „ლილიასა" და ქართულ ანსამბლ „ქართველოს" კონცერტი მოეწყო.
საღამოზე მაყურებელს მონაწილეებმა 2 საათიანი პროგრამა წარუდგინეს.
ცნობისთვის, დღეს, 16:00 საათზე კი „ლილია" ქართულ ანსამბლ „მოციმციმე ვარსკვლავებთან" ერთად წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ ქართულ - უკრაინული კულტურის დღეები სახელწოდებით „ორი გული ერთი სული" 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.