გრიბოედოვის თეატრში ქაიროს ოპერის საბალეტო დასმა სპექტაკლი სიყვარულზე წარადგინდა. საღამო ეგვიპტის კულტურის დღეების ფარგლებში მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელი მოცეკვავეებიდან ერთ-ერთი ქართველი იყო. აჭარელი ზურაბ მიქელაძე უკვე 5 წელია ქაეროს თეატრის დასის მთავარი სოლისტია.
ანტრაქტის შემდეგ გრიბოედოვის თეატრში ეგვიპტური ნაციონალური მუსიკა აჟღერდა.
ცნობისთვის, კულტურის დღეების ფარგლებში გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენას დღეს ქაიროს ოპერის საბალეტო დასი მეორედ წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის კულტურის დღეები საქართველოში 1-ელ ნოემბერს, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ცნობილი ეგვიპტელი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენით გაიხსნა. ექსპოზიცია, სახელწოდებით "ლამაზი ეგვიპტე", ასახავს ეგვიპტის ულამაზეს პეიზაჟებს: ტაძრები, პირამიდები, სამარხები, ობელისკები, ასევე ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების ღირსშესანიშნავი ადგილები. გარდა ამისა, ფოტოგამოფენა აერთიანებს კაიროს, როგორც თანამედროვე საცხოვრებელ ადგილებს, ისე ქალაქის ისტორიულ მხარეებს, ასახულია ეკლესიები, კოპტური ძეგლები და ა.შ.