რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო პირობას დებს, რომ "დაუყოვნებლივ პასუხს" გასცემს საქართველოს მხრიდან მომავალ ყველა შესაძლო პროვოკაციას, რომელიც რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს განცხადება "გრუს" ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე შლიახტუროვმა გააკეთა.
მანვე უარყო ინფორმაცია, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების ორგანიზების შესახებ და განაცხადა, რომ "ეს ინფორმაცია სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება".
"თბილისში უნდა იცოდნენ, რომ რუსეთისა და რეგიონში არსებულ მის მოკავშირეთა წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციების მოწყობის შესახებ, "გრუ"-ს მიერ დაუყოვნებლი იქნება მიწოდებული ინფორმაცია ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. პასუხიც დაუყოვნებლივ იქნება გაცემული", - განაცხადა შლიახტუნოვმა.
მისივე თქმით, სადაზვერვო საშულებების გამოყენებით, სპეცსამსახურები აკონტროლებენ ვითარებას იმ რაიონებში საიდანაც რუსეთზე შესაძლო თავდასხმა შეიძლება მოხდეს ან მის წინააღმდეგ სამხედრო აქციების ორგანიზებას ექნეს ადგილი.