ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო უარყოფს, ინფორმაციას, რომ 3 ნოემბერს, ფილარმონიაში დაგეგმილია ყრილობა. როგორც პრესამდინოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველანაირი ორგანიზაციის შექმნის შესახებ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო თავად გააკეთებს.
"საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 ნოემბერს, ფილარმონიაში დაგეგმილი ყრილობა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. პრესსამდივნო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ყველანაირი ორგანიზაციის შექმნის შესახებ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო თავად გააკეთებს. რაც შეეხება 3 ნოემბრისთვის დაგეგმილ ყრილობის ორგანიზატორებს, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს", - ნათქვამია განცხადებაში.