ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოახერხებს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობა აღუდგინოს. ჟურნალისტის კითხვაზე - "თუ მოქალაქეობის აღდგენას ვერ მოახერხებდა, არის თუ არა ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებს მიანდობს" - ივანიშვილმა უპასუხა, რომ მისი გუნდი ამ საკითხს განიხილავს.
"საქართველოს მოსახლეობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოვახერხებთ, სააკაშვილმა აღმიდგინოს კანონიერად მოქალაქეობა. და თუ ეს არ მოხერხდა, რა თქმა უნდა, გავქვს გათვლები და პარალელური ქმედებები და შედეგი იქნება ერთი და იგივე - ამაში გარწმუნებთ. ჩვენ მოვალთ არჩევნებამდე და არჩევნებით შევცვლით სააკაშვილის მთავრობას", - განაცხადა ივანიშვილმა.