საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ ბიძინა ივანიშვილს "პუტინის მესიჯების ღიად გამხმოვანებელი" უწოდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ბალავაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას ბევრი პოლიტიკური ძალა ახსოვს, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ ასეთი ღია არაფერი არ უნახავს.
"ივანიშვილმა არამარტო ომში დაგვადანაშაულა, არამედ ემბარგოშიც. მე ვურჩევდი დაელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც გამოყარეს რუსეთიდან მაშინ, როდესაც თავად იქ მშვიდად იყო და მილიარდებს შოულობდა~ - განაცხადა ბალავაძემ.
ბალავაძის შეფასებით, ქართული საზოგადოება ფულზე, ~განსაკუთრებით რუსულ ფულზე არ იყიდება".