"სააკაშვილმა თავისი ავტორიტარული მიდრეკილებებით ნატოს პერსპექტივა ძალიან შორს გადაწია", - განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
"ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია. გარდა სამხედრო ინტერესებისა, ნატოს სტანდარტები აუცილებლად საჭიროებს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიული ინტერესების არსებობას. სააკაშვილმა თავისი ავტორიტარული მიდრეკილებებით ეს ინსტიტუტები პრაქტიკულად გააუქმა საქართველოში და თავისი ქმედებებით ძალიან შორის გადაწია ნატოს პერსპექტივა", _ განაცხადა ივანიშვილმა.