„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო აცხადებს, რომ 26 მაისის მოვლენები აუცილებლად იქნება გამოძიებული და სააკაშვილის რეჟიმს ყველა შემთხვევაში მოუწევს პასუხისგება საკუთარი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო.
როგორც კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, მათ ილუზიცა არ ჰქონიათ, რომ პარლამენტი 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენების დროებითი საგამოძიებო კომისიას შექმნიდა.
"ვინაიდან ყველაზე კარგად მათ იციან, რომ რუსთაველის გამზირზე ნამდვილად ქვეყნის პატრიოტები იდგნენ, რომ ხალხის მოთხოვნა სამართლიანი და ლეგიტიმური იყო, რომ იქ მყოფი ადამიანები ქვეყანაში ნეობოლშევიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აცხადებდა, რომ აქციის დარბევის დროს სპეცრაზმმა გამოიყენა არაადექვატური ძალა მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტულ ფაქტებს და მოთხოვს 26 მაისის მოვლენების ობიექტურ გამოძიებას, სააკაშვილის რეჟიმი უგულებელვყოფს ამ მოთხოვნას. ბუნებრივია, ის არ დაუშვებს დამნაშავთა დასჯას, ვინაიდან დანაშაულებრივი ბრძანება მიტინგის არა დაშლის, არამედ სადამსჯელო სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ უმაღლესი ხელისუფლებისაგან მოდიოდა", - ნათქვამია განცხადებაში.