ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გადაწყვიტა და ხედავდა, რომ სამშობლოს კარგავდა. ამის შესახებ ბიზნესმენმა პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. " საჯარო ფიგურა არასოდეს არ ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი ინტერვიუ მაქვს მიცემული. ბოლო სამი დღის განმავლობაში სამჯერ მივეცი ინტერვიუ ერთი ერთზე. დღეს ეს არის ჩემი პირველი პრესკონფერენცია", - განაცხადა ივანიშვილა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გადაწყვიტა.
" ამის შემდეგ მე ყურადღებით ვაკვირდებოდი ოპოზიციურ სპექტრს, რათა გამეწია გარკვეული დახმარება რომ მომავალ არჩევნებში მოსულიყო ლეგიტიმური მთავრობა. დაკვირვებისა და ანალიზის დროს სააკაშვილმა მოახერხა სიცრუის ისეთი მანქანის ამოქმედება, რომ ძალიან რთული იყო გასარჩევად და ყველაზე დიდი ხიფათს ქმნიდა ორნიღბიანი პარტიები, ფსევდოოპოზიციური პარტიები, პარტიის წევრები ჟურნალისტებიც და ანალტიკოსებიც.
"ამის მიუხედავად, კარგად გავერკვიე სიტუაციაში. იმედს ვიტოვებდი, რომ ერთი პარტიის ფინანსური დახმარება და გარედან რჩევის მიცემა საკმარისი იქნებოდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვა. ამის შემდეგ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება და მოვედი პოლიტიკაში. იმიტომ, რომ ვხედავდი, სამშობლოს ვკარგავდი. ეს გადაწყვეტილება მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა მქონდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
"გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რომ ვკარგავდი სამშობლოს. სამშობლოოს სიყვარული იყო ბოლო რამაც ეს მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის მიმაღებინა. ეს ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო, რამდენადაც მე მუდმივად ვაცხადებდი, რომ არ მოვალ პოლიტიკაში და აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლლმხედველობა მქონდა ჩემი ცხოვრების შესახებ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენის თქმით, რაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მის წინააღმდეგ ბრძოლა სააკაშვილმა ჩვეული მანერით დაიწყო.
როგორი რეაქცია მოჰყვა ჩემს განცხადებას: სააკაშვილმა თავისი მანერა გამოიყენა და მყისიერად გამიუქმა მოქალაქეობა აბსოლუტურად უკანონოდ, ასევე უაკნონოდ დააპატიმრეს "ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანა ყოველგვარი წესების დარღვევით. გარდა ამისა, ყოველდღიურად ჩემს თანამშრონმლებზე, თანამოაზრეებსა და ნათესავებზე ხორციელდება ზეწოლა, პოლიციის მხრიდან შეშინებები, ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში ამ უწესო თამაშით ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს გეგმას და ჩვენ ვერ გამოგვიყვანენ სამართლებრივი სივრციდან - აუცილებლად ყველაფერს მივიყვანთ არჩევნებამდე და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.