რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, რომელიც შემოქმედებით საქმიანობას მოსკოვის თეატრ „ეტ სეტერაში" გააგრძელებს, აცხადებს, რომ მან მიიღო უფლება მცირე სცენაზე ქართული სპექტაკლები დადგას და თბილისიდან მსახიობები მიიწვიოს.
მსახიობებს ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან" რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშილი აცხადებს, სტურუას მათთან ამ თემაზე არ უსაუბრია.
ცნობისთვის, ია სუხიტაშილი სპექტაკლ „ნადირობის სეზონში" თამაშობს, რომელიც სტურუამ თეატრიდან წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე დადგა. რეჟისორი რუსულ გამოცემაში საქართველოში სხვა თეატრებში სპექტაკლები დადგმას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა რობერტ სტურუამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ბრძანებით დატოვა.