საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 9-10 ნოემბერს საქართველოში გასამართ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შესახებ ისაუბრა
როგორც მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ სხდომის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი მხარდაჭერის გამოხატვა და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
მისი თქმით, საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, რომელიც დაესწრება ჩრდილო ატლანტიკურ ფორუმს და გამართავს ასევე სხვადასხვა შეხვედრებს.