4 ნოემბერს, ღამის 12 საათზე პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის არჩევნები დასრულდება. პარლამენტის ვირტუალურ თავმჯდომარის არჩევნები 45 დღის განმავლობაში მიმდინერეობს და 4 ნოემბერს დასრულდება. ამ დრომდე ვირტუალურ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და პარლამენტის თავმჯდომარეობა 1370-მა ადამიანმა გამოთქვა. ვირტუალურ თამაშში ამჟამად 1515 ხმით ირაკლი ღლონტი ლიდერობს.
ვირტუალურ არჩევნებში გამარჯვებული პარლამენტის ვირტუალური სპიკერი პარლამენტის რეალურ თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთ სამუშაო დღეს გაატარებს, დაესწრება ბაქრაძის მიერ გამართულ ყველა შეხვედრას და მიღებას.
პარლამენტის თავმჯდომარე ~ფესიბუქის~ მეგობრებს პირადად ეკონტაქტება. ~ფეისბუქელ~ მეგობრებთან დავით ბაქრაძემ პარლამენტში რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.