26-29 ოქტომბერს, პოლონეთში, კინოსკოლების 18-ე საერთაშორისო ფესტივალი "Mediaschool 2011" გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 72 ფილმი მსოფლიოს 29 კინოსკოლიდან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, ისრაელი, კორეა, გერმანია, ჩეხეთი, ჩინეთი, ბელგია, ლიტვა, რუსეთი და სხვა).
საქართველოდან ფესტივალზე წარდგენილი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, რეჟისორი დათო ჯანელიძე კი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფესტივალზე მიწვეულები იყვნენ მომავალი რეჟისორებიც, კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტები ვახტანგ ჯაჯანიძე და მარგო ზუბაშვილი. სწორად, მარგო ზუბაშვილის ფილმი "ოლიმპია" დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური დიპლომით.