დღეს, 1-ელ ნოემბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო "რადისონში" მთავრობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული "10-პუნქტიანი გეგმა" მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის საჯარო განხილვას აწყობს. განხილვას პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან ერთად, მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.
შეგახსენებთ, რომ გეგმის მთავარი მიმართულებებია:
1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება.
3. საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა/შენარჩუნება.
4. რეგიონულ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება.
5. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
6. სოფლის მეურნეობის განვითარება.
7. განათლების სისტემის გაუმჯობესება.
8. სოციალური პოლიტიკის დახვეწა.
9. ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება.
10. ურბანული და რეგიონული განვითარება.