დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი გაიმართება.
პრესკონფერენციას 200-მდე ჟურნალისტი დაესწრება. სავარაუდოდ, პრესკონფერენციის სატელევიზიო ნაწილი 40 წუთს გაგრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, ერთი მედიასშუალების წარმომადგენელს 1 კითხვის დასმის საშუალება მიეცემა.