1-ელ ნოემბერს მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასი ბულგარეთში, ქალაქ პაზარჯიკში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო ფესტივალ "შემოდგომის თეატრალური შეხვედრებზე" რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლ "ჟოლოს" წარადგენს.
უცხოელ მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა დაესწროს მსახიობ ნატო მურვანიძისა და ნიკა კუჭავას მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლ "ჟოლოს" პარტერში გადატანილ სცენაზე, სადაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მხოლოდ ორი მსახიობი დგას. ნაწარმოების ავტორია იაპონელი მწერალი, რეჟისორი და მსახიობი კოკი მიტანი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ კოლჩესტერის თეატრ "მერკურიში" მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლ "კაპიტან კორელის მანდოლინას" პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. წულაძის სპექტაკლის პრემიერა 5 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში შედგა. ბრიტანული პრემიერა კი 27 ოქტომბერს შედგა. "მერკურში" სპექტაკლი 12 ნოემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.