დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. მან მიხეილ სააკაშვილს შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისული დოკუმენტის თაობაზე რუსეთის მხარის დამოკიდებულება გააცნო. მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერსაა ჩანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს გადაწყვეტს. რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას დასრულდა.
ოფიციალურმა მოსკოვმა ორგანიზაციის წევრობის სურვილით პირველი განაცხადი მსო-ში 1993 წელს წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები