ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპატიო კონსულს ლაშა დარბაიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"მას შეუწყდა უფლებამოსილება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს, როგორც დიპლომატებზე ასევე საპატიო კონსულებზე იმის მიხედვით თუ რამდენად ჯეროვნად ახორციელებს ესა თუ ის პირი საკუთარ მოვალეობას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაში განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ ეს პირი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ პირობებს და იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა ასრულებდეს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საპატიო კონსული უნდა მოქმედებდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.